1.1. მომხმარებელი კომპანიის კუთვნილ მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის დროს, შესაბამისი ველების შევსების გზით, კომპანიას ნებაყოფლობით გადასცემს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:
1.2. კომპანიისათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შემდეგ, მათში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს კომპანიას ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების თაობაზე.
2.1. კომპანია მომხმარებლებისგან პერსონალურ მონაცემებს იღებს და ამუშავებს მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და მათთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით.
3.1. კომპანია პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
4.1. კომპანიის მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება კომპანიასა და მომხმარებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პერიოდში.
4.2. კომპანიასა და მომხმარებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, კომპანია აარქივებს მომხმარებლის შესახებ პერსონალურ მონაცემებს. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიას მოსთხოვოს მის შესახებ დაცული პერსონალური მონაცემების განადგურება.
5.1. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
6.1. კომპანიის უფლებამოსილი პირი/შესაბამისი თანამშრომელი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნით. დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება. დაუშვებელია, უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა დამუშავების უფლება გადასცეს სხვა პირს კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის (დირექტორის) თანხმობის გარეშე.
6.2. მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მონაცემთა დასაცავად მიიღოს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.
6.3. კომპანია ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებას.
7.1. კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების სტრუქტურიზებას და მათ დალაგებას კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით (ფაილური სისტემა).
7.2. კომპანია ვალდებულია თითოეულ ფაილურ სისტემასთან დაკავშირებით აწარმოოს ფაილური სისტემის კატალოგი და აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია:
8.1. კომპანიის მიერ მოპოვებული/მომხმარებლისგან მოწოდებული პერსონალური მონაცემები ინახება ელექტრონული ფორმით, კომპანიის იმ მობილური აპლიკაციის სისტემაში, რომელშიც რეგისტრირდება მომხმარებელი (შემდგომში - სისტემა).
8.2. სისტემაში არსებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს კომპანიის შესაბამის თანამშრომელს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემების საიდუმლოება, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.
9.1. კომპანია უფლებამოსილია, მისი უფლებების დასაცავად, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გადასცეს იმ მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ კომპანიის უფლებების დაცვის პროცესში, მაგალითად: ადვოკატს, ექსპერტს და ა.შ.
9.2. კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გადასცეს იმ კონტრაქტორს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გასაწევი მომსახურების ხელშეწყობას.
9.3. კომპანიის მიერ მომხმარებლების პერსონალური მონაცემების მესამე პირთათვის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია გადაცემის მიზნებისთვის.
9.4. წინამდებარე პოლიტიკის 9.1 და 9.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების მიმღები მესამე პირებისათვის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დაკისრება.
9.5. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოახდინოს შემდეგი ინფორმაციის შენახვა: რა სახის პერსონალური მონაცემები გადაეცა მესამე პირებს; ვის გადაეცა პერსონალური მონაცემები; როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა პერსონალური მონაცემების გადაცემა. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მათი შენახვის ვადის განმავლობაში.
10.1. წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.